„მინდა, მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, არ მივცეთ არავის საბაბი, რომ თქვან ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენებაზე,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების“ ძლიერება სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაშია, ეს ის განსხვავვება და ცვლილებაა, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა.
„ჩვენი ძლიერება არის სწორედ განსხვავებული აზრის პატივისცემაში, ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს და ამაშია დიდი განსხვავება და ის ცვლილება, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა 2012 წელს, მას შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. მჯერა, ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდი ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა და, დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში,“- განაცხადა კვირიკაშვილმა.