LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ გეტყვით: დიახ, ერთხელ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოვიყენეთ” – თენგიზ ცერცვაძე

304
GetImage

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტის სამკურნალოდ, ინფექციისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოიყენეს. ამის შესახებ ცერცვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკულად მძიმე პაციენტს, უკვე  გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა ორჯერ გადაუსხეს. ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტი ხანდაზმული ქალბატონია, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადის მკურნალობას.ინფიცირებუ ლ ქალბატობს სხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნება და დღემდე ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ მძიმე პაციენტად მიიჩნევა.

„არ მინდოდა, ჯერ მეთქვა, მაგრამ რადგან კითხვა დასვით, ვალდებული თუ იძულებული ვარ, გითხრათ, რომ დიახ, ჩვენ ერთხელ, კრიტიკულ პაციენტზე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა. თქვენ ხშირად გესმოდათ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში წევს ერთი კრიტიკული პაციენტი, 83 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, ჰიპერტონიული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი. ის ჟანგბადდამოკიდებულიც იყო. მართალია, ინტუბირებული არ ყოფილა, მაგრამ სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება ე.წ. სიპაპის რეჟიმით. ჩვენ ორჯერ გამოვიყენეთ პლაზმის გადასხმა და ასევე გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი ტოცილიზუმაბი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

პანდემიის დამარცხებაზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვილაპარაკოთ – ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის განმარტებით, აღნიშნულ თემაზე უახლოეს დღეებში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება. ცერცვაძის თქმით, ასაკოვანი ქალბატონი ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამაზე ალბათ, მოვაწყობთ სპეციალურ ბრიფინგს, მაგრამ ჯერ არ გვინდოდა, ეს გაგვეკეთებინა, ვინაიდან ჯერჯერობით არ მიიჩნევა, რომ ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა. კრიტიკულობის პიკმა გაიარა, მაგრამ პაციენტი ჯერ მაინც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ პაციენტზე ინფორმაცია ალბათ, ორ-სამ დღეში მოგეწოდებათ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები