LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა, რომ ეს ხალხი აქ იყოს“ – გონიოში საკარანტინო ზონის გახსნა გააპროტესტეს (ვიდეო)

386
202003060027381455923888

გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროსთან საკარანტინო ზონის მოწყობას მოსახლეობა აპროტესტებს. სასტუმროში განთავსებულები იმ ქვეყნებიდან შემოვიდნენ, რომლებიც მაღალი რისკის ზონებს წარმოადგენენ.

ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ დაუშვებელია საკარანტინო ზონა მჭიდროდ დასახლებულ ადგილას გაკეთდეს და მის ქალაქგარეთ გადატანას ითხოვენ.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი შეხვდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განმარტებით, ეს ადამიანები საავადმყოფოს ნაცვლად, სასტუმროში განთავსებულ საკარანტინო ზონაში იმიტომ იმყოფებიან, რომ ისინი პაციენტებს არ წარმოადგენენ და მხოლოდ იზოლაციის ზონაში არიან.

“არანაირ რისკს არ წარმოადგენენ ირგვლივ მყოფი არც სახლებისთვის, არც ოჯახებისთვის და არც გარემოსთვის,” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

კორონავირუსის გამო Ryanair-მა იტალიიდან საქართველოში ავიარეისების ნაწილი ერთი თვით შეაჩერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები