LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მინდა ევროპა, რომელიც მეუბნება, რომ დამნაშავე უნდა გაუშვა, კონსტიტუცია უნდა დაარღვიო, კანონი უგულებელყო, მართლმსაჯულებაში ჩაერიო.. ეს არის ევროპა?“ – ყაველაშვილი

223
მიხეილ ყაველაშვილი

„წითლიძემ და სამნიძემ, რომელიც თვალებში მიყურებდა, ისე გადააყირავა მაგიდა, ნამდვილად გამაკვირვეს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მომხდარი დაპირისპირების შეფასების დროს განაცხადა.

„ცხოვრებაში პირველად ხმა ჩამიწყდა. რვა მანდატური მედგა თავს გათრევის მცდელობებით.. არ უნდა გავჩერდეთ“ – ანა წითლიძე

როგორც ყაველაშვილი ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლების მიზანი იყო, კომიტეტის სხდომა ჩაეშალათ:

„ეს პირდაპირ ნათელი იყო მათი ქმედებებით, შეძახილებით, შეურაცხყოფებით და ა.შ. ვერანაირად ვერ დაასაბუთეს, რომ ამ კანონს რაღაც ისეთი აქვს, რამაც შეიძლება ეს მოვლენები გამოიწვიოს.

სპეციალურად, მიზანმიმართული ქმედება იყო, რომ ეს კანონი გამოეყენებინათ, რომ აი „რუსულია“, „რუსეთში შეჰყავს „ქართულ ოცნებას“ საქართველო“ „ევროკავშირზე უარის თქმა“ და ა. შ. აი ამ საგიჟეთში მოგვიწია ყოფნა..

ვიცით, ეს ხალხი როგორ მოქმედებს, როცა სხდომის ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობს, მაგრამ, წითლიძემ და სამნიძემ, რომელიც თვალებში მიყურებდა, ისე გადააყირავა მაგიდა, ნამდვილად გამაკვირვეს. ესენი მერე კონსტრუქციულობაზე და ა.შ. გვესაუბრებიან. გავიმეორებ – არ მინდა ის ევროპა, რომელიც მეუბნება, რომ დამნაშავე უნდა გაუშვა, კონსტიტუცია უნდა დაარღვიო, კანონი უგულებელყო, მართლმსაჯულებაში ჩაერიო… ეს არის ევროპა? ამ კითხვაზე ვერ გვპასუხობენ. ვერ უპასუხეს მთელი დღე კითხვას, რა არის ამ კანონპროექტში ისეთი, რომ ევროკავშირში შეიძლება არ მიგვიღონ – შინაარსშიც ვერ შემოდიოდნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო: პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა

ვიდეო: „ძალით გამოგვყარეს…აკრედიტაცია და საშვი ვუჩვენეთ…წარმოუდგენელია, ხალხო” – ჟურნალისტები პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

კომიტეტების ერთობლივი სხდომა მანდატურებმა ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

ვიდეო: „ძალით გამოგვყარეს…აკრედიტაცია და საშვი ვუჩვენეთ…წარმოუდგენელია, ხალხო” – ჟურნალისტები პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს

პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე სამართლდამცველებმა 36 ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული მედიის წარმომადგენლები გაათავისუფლეს

„დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა” – თეა წულუკიანი

საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მხარი დაუჭირეს