LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ მიკვირს, ისიც რომ არ ათქმევინეს ჩვენით გადმოვხტით 9 მეტრის სიმაღლიდანო”

282
1555587596-სასტუმრო-თავისუფლების-მოედანზე-7

“პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე დაშავებული მუშა აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომები თავად არ დაიცვეს. “პირველი არხისთვის” მშენებლობის ტერიტორიაზე მიცემულ ინტერვიუში დასაქმებული ამბობს, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათის სამუშაო ჰქონდათ დარჩენილი, მათი უშუალო ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფებოდა და თავად არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები, რის გამოც გადმოვარდნენ.

მუშების ამ განცხადებას სოციალურ ქსელში აუდიტორია 115“-ის ერთ-ერთი ირაკლი კუპრაძე ეხმაურება.

არ მიკვირს, ისიც რომ არ ათქმევინეს ჩვენით გადმოვხტით 9 მეტრის სიმაღლიდანო.

# ასეა, წინააღმდეგობა ძალიან რთულია და არც გაემტყუნება ადამიანებს, რომლებიც დღეს იბრძვიან გადარჩენისთვის და ყოველდღიური სარჩოსთვის. 2-3 წლიანი გაწელილი სასამართლო პროცესები, თუნდაც მოგებული, დიდი შვება ვერ იქნება მათთვის, როცა ეს 2-3 წელი როგორ ირჩინოს თავი არ იცის.

# თან პასუხი ცხადია: კანონი ავალდებულებს კომპანიას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები, ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა და დაავალდებულოს მუშები მათი მოხმარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მუშა არ უნდა დაუშვან სამუშო არეალში(არც ხელფასი გადაუხადონ თუნდაც).

შემთხვევა საღამოს 5 საათვისთვის მოხდა, ანუ დღე ისე გავიდა, რომ მუშებს მთლი დღის განმავლობაში არ ეკეთათ დამცავი ბაგირები, ჩაფხუტები, შესაბამისი სასიგნალო ეკიპირება და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სამუშო სივრცეები მთელი დღის განმავლობაში არავის შეუმოწმებია.

არათუ ერთი დღე, დედაქალაქის ცენტრში, ქვეყნის მთავარ მოედანზე არის ყველაზე მასშტაბური მშენებლობა, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს და დღემდე ერთ სახელმწიფო უწყებასაც არ შეუმოწმებია. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.

პასუხი რა არის ყველამ ვიცით. ეს ხომ ივანიშვილის საკუთრებაა და მონიტორინგი როგორ უნდა გავუბედოთ. ბიძინამ თავად უკეთ იცის ყველაფერი- წერს ირაკლი კუპრაძე

“პანორამა-თბილისის” მშენებლობიდან სამი მუშა 16 აპრილს გადმოვარდა. “პანორამა-თბილისს” ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი აშენებს. ფონდის ინფორმაციით, “პანორამა თბილისის” სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები