Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არ მი­ნა­ხავს ვასაძის და დუგინის შეხ­ვედ­რა, სა­ერ­თოდ არ ვიცი, დუ­გი­ნი თუ არის კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი: კაჭარავა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მი­ნა­ხავს ვასაძის და დუგინის შეხ­ვედ­რა, სა­ერ­თოდ არ ვიცი, დუ­გი­ნი თუ არის კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი: კაჭარავა

223
191339323-951088915637437-1446394839575555302-n

“არ მი­ნა­ხავს მათი შეხ­ვედ­რა, არც გა­მიგ­ია. სა­ერ­თოდ არ ვიცი, დუ­გი­ნი თუ არის კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი”, – ასე უპასუხა ყოფილმა მორაგბემ და “ქართული ოცნების” დეპუტატმა დავით კაჭარავამ “მთავარ არხს”, ლე­ვან ვა­სა­ძი­სა და ალექ­სან­დრ დუ­გი­ნის შეხ­ვედ­რის შესახებ დასმულ კითხვაზე.

“თუ რუსეთს სურს გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები გადალახოს, ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი ვასაძეს” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლევან ვასაძე მოსკოვში კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინს შეხვდა

კაჭარავამ აღნიშნა, რომ ვა­სა­ძე რუსეთში მოღვაწეობდა, მისი კონტაქტებიც მრავალრიცხოვანია და შეხვედრის დეტალების შესახებ ჟურნალისტებმა სწორედ მას უნდა ჰკითხონ:

“არ მი­ნა­ხავს მათი შეხ­ვედ­რა, არც გა­მი­გია. სა­ერ­თოდ არ ვიცი დუ­გი­ნი თუ არის კრემ­ლის მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გი, მაგ­რამ ვა­სა­ძეს ბევ­რი კონ­ტაქ­ტი აქვს რუ­სეთ­ში, ის მოღ­ვა­წე­ობ­და რუ­სეთ­ში და მას უნდა ჰკი­თხოთ, რა სა­ხის შეხ­ვედ­რა იყო და რაზე ისა­უბ­რეს”. – თქვა კაჭარავამ.

რაც შეეხება შეკითხვას, აღნიშნული შეხვედრა ხომ არ აჩენს გან­ცდას, რომ შე­საძ­ლოა, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ პროცესებში ჩა­ე­რი­ოს, დე­პუ­ტა­ტი პასუხობს, რომ ამის შესახებ თავად ვასაძეს რომ ჰკი­თხონ, კი­თხვებს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა:

“რუ­სე­თის ჩა­რე­ვა? რას გუ­ლის­ხმობთ ჩა­რე­ვა­ში? შე­საძ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ფე­რია, მაგ­რამ თვი­თონ ბა­ტონ ლე­ვანს რომ ჰკი­თხოთ, რა სა­ხის შეხ­ვედ­რა იყო და რას მო­ი­ცავ­და, კი­თხვებს პა­სუ­ხი გა­ე­ცე­მა, მე მგო­ნი. ადამიანს ვიცნობ დიდი ხანია და პატივს ვცემ სპორტიდან გამომდინარე, ის რაგბის მხარდამჭერი იყო ყოველთვის და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

მათი საუბრის შინაარსი არ ვიცი და ის, რომ დუგინს ხვდებოდა, ვერანაირ წარმოდგენას ვერ შემიქმნის. ლევან ვასაძის ურთიერთობა რუსეთთან ყველასთვის ცნობილია, მას ბევრი რამ აკავშირებს იქ, აქვს თავის კონტაქტები. დარწმუნებული ვარ, მანამდეც შეხვედრია ამ ადამიანს და მანამდეც უსაუბრიათ და აქამდე არ გქონიათ კითხვები.” – თქვა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, ქართველი ბიზნესმენის და პარტია “ერი – ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებლის ლევან ვასაძისა და “საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის” ლიდერის, ალექსანდერ დუგინის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა “მთავარმა არხმა” მოიპოვა და გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები