LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მგონია, რომ სიყვარულს ოდესმე ისევ ვიპოვი, არა უშავს, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ვერ დავბერდები“ – შაკირას ახალი ალბომი „ქალები აღარ ტირიან“ და საუბრები კვლავ ჟერარ პიკეზე

481
page

კოლუმბიელმა არტისტმა, შაკირამ ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, რიგით მეთერთმეტე სტუდიული ალბომი, Las Mujeres Ya No Lloran, ანუ „ქალები აღარ ტრიან“ გაავრცელა. მასში 17 კომპოზიციაა შესრული, მათ შორის დუეტები რაუ ალეხანდროსთან, Cardi B-სთან, Grupo Frontera-სთან და Tiësto-სთან.

ნამუშევრის სახელწოდება იმედისმომცემია, თუმცა თავად შაკირა ყოფილ პარტნიორს კვლავ მისტირის.

შაკირა კუპიდონის როლში – არტისტი Cardi B-სთან გადაღებულ ცეცხლოვან კლიპს ავრცელებს

47 წლის მომღერალი Apple Music 1-ის შოუში იყო მიწვეული, სადაც კვლავ თავის გრძნობებსა და დრამატულ სასიყვარულო გამოცდილებაზე ისაუბრა.

„არ მგონია, რომ სიყვარულს ოდესმე ისევ ვიპოვი, აღარ მინდა. არა უშავს, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ვერ დავბერდები, სამაგიეროდ გვერდით ძვირფასი ადამიანები მეყოლება“, – აცხადებს შაკირა.

ცოტა ხნით ადრე, არტისტს ინტერვიუ The Sunday Times-ში დაიბეჭდა.

„სიყვარულს ბევრი რამ შევწირე, მრავალი წლის განმავლობაში ჩემი კარიერა შევაჩერერადგან უფრო მეტი დრო გამეტარებინა ჟერართან, მას კი მეტი დრო დაეთმო თავისი საფეხბურთო კარიერისთვის. ჩემი პრიორიტეტი იყო ოჯახი, ჩემი სახლი და შვილები. მე მჯეროდა ფრაზის, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“, – განაცხადა მომღერალმა.

რაც შეეხება ჟერარ პიკეს, მედიის ცნობით, მისი მეგობარი გოგო, კლარა ჩია მარტი მასთან გადავიდა საცხოვრებლად, იმ სახლში, რომელშიც ფეხბურთელი შაკირასთან ერთად 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

შაკირა აცხადებს, რომ პიკესთან 12 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში საკუთარი კარიერა უკანა პლანზე გადადო – უახლესი ინტერვიუ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები