LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა – დავით სუბელიანი

145

“არ მაქვს არანაირი განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას მივიღებთ,” – ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით სუბელიანმა შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შემდგომი შეხვედრის ფორმატსა და შინაარსის განსაზღვრაზე ისაუბრეს.

„ჩვენ დეტალებში არ წავსულვართ. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შს მინისტრს აქვს ხედვა, რომ ის მოხმარების და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს. ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში რეალიზაცია დარჩება დასჯადი და რეალიზატორებთან ბრძოლა გაგრძელდება. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტშიც ნარკოტიკების რეალიზაცია იყო მკაცრად დასჯადი ქმდება.

თუმცა, მე არ მაქვს არანაირი განცდა, არანაირი ინფორმაცია, რომ რაიმე მნიშვნელოვან, განსაკუთრებულ წინსვლას მივიღებთ, მითუმეტეს, რომ კობახიძემ თქვა, რომ კიდევ ახალ კანონპროექტს შეიტანენ. ჩვენი კანონპროექტი არის ერთადერთი მსხვილი კარგი კანონპროექტი, რაც არსებობს. არის კიდევ რვა ნივთიერების კანონპროექტი. შინაარსზე არ გვინდოდა ლაპარაკი, გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. ითქვა, რომ რამეთი დავიწყოთო. მაქვს განცდა, რომ ოთხშაბათს შეიძლება გვითხრან, რაზე არიან წამსვლელები. არ მგონია, რომ შსს განსაკუთრებულად დიდ ძვრებზე წამოვა. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება უკეთესი ვერსია, ვიდრე 8 ნივთიერების კანონპროექტი და უარესი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მოზადებული კანონპროექტი,“ – განაცხადა სუბელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები