LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მგონია, რომ პოსტკონფლიქტური სინდრომის შედეგია – მისია გაიარა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა, ასეთი შედეგი არ გვქონია – გენერალი გიორგი სურმავა საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაზე

210
Untitled design - 2023-01-21T000844.380

შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა. საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული, – ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი სურმავას თქმით, მსგავსი ვითარებებისთვის საზოგადოების მოუმზადებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადამიანები თავის გადარჩენის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებით დანაშაულის ადგილისკენ მიდიოდნენ.

ამბავი იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მთელი დღე გიყვებოდით – რას წერს ჟურნალისტი, რომელიც საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას აშუქებდა

„აღმოჩნდა, რომ ჩვენ, საზოგადოება მზად არ ვართ ამისთვის. შუაღამისას, პატარა ქალაქში, საგარეჯოში, ხუთს კლავს და ხუთს აზიანებს. არა მგონია სნაიპერი ყოფილიყო, ჩვეულებრივი იარაღია კალაშნიკოვი, მანძილები იყო დაახლოებით 50-100 მეტრი. ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, მესმის ზოგი გადასარჩენად მიდიოდა. თან გარდაცვლილი გმირებიც არ არის საჭირო, ჯობია გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხლები დავრჩეთ. არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ამ ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს ათი ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად. ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გარბოდა პირდაპირ სროლის დირექტრისაზე და არა გვერდებზე, მომზადებული არ ვართ საგანგებო მდგომარეობებისთვის“, – განაცხადა გიორგი სურმავამ.

ვიდეო: საგარეჯოში, მოკლული ახალგაზრდების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

გიორგი სურმავას თქმით, არ ეთანხმება გავრცელებული აზრს, რომ შესაძლოა, დამნაშავეს პოსტკონფლიქტური სინდრომი სჭირდეს.

„რატომღაც ხდება აქცენტირება იმაზე, რომ ეს არის პოსტკონფლიქტური სინდრომის შედეგი, მაგრამ მე ასე არ მგონია. მისია გაიარა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა საქართველოდან, ომში და საომარ მოქმედებებში კიდევ უფრო მეტმა ჯარისკაცმა და რეზერვისტმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ასეთი შემთხვევა არ გვქონია. მერე მეორე, შეუძლებელია, რომ ამხელა არსენალი ჯარიდან შეუმჩნევლად გამოიტანო, რადგან ჯარისკაცის დაკარგვაზე მეტი პასუხისმგებლობა ოფიცერს იარაღის დაკარგვაზე ეკისრება, ამიტომ შეუძლებელია, ძალიან დაბალია ამის ალბათობაც. ის ვერსია შესაძლებელია განაწყენებული ხომ არ იყო, მაგრამ რაზე უნდა ყოფილიყო განაწყენებული? ოფიცერი არ იყო, დაუმთავრდა კონტრაქტი და წავიდა“, – განაცხადა გიორგი სურმავამ.

ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები