“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 65%-ს გიორგი გახარია მოსწონს, ხოლო ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ბადრი ჯაფარიძეს 17% აქვს. მას აინტერესებს, “თუ ხალხს დავით ბაქრაძე ასე უყვარს, არჩევნებზე ხმას სიყვარულის შესაბამისად რატომ არ აძლევენ”.
89 პროცენტს პატრიარქი, 65 პროცენტს გახარია, ხოლო 54 პროცენტის კი, კალაძე მოსწონს: IRI-ის კვლევა
„მართლა არ მესმის მაგ რეიტინგების ამ ნაწილის, არც ის მესმის, რატომ უყვართ ასე ამ გამოკითხვების მიხედვით გახარია ან ბატონი დავით ბაქრაძე და რატომ სძულთ, მაგალითად, ბატონი ბადრი ჯაფარიძე ასე, რა დააშავა ასეთი განსაკუთრებული ამ ხალხის თვალში? თუ ის ხალხი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელიც გაგვისინჯავს, თუ ასე უყვართ, მერე ხმას რატომ არ აძლევენ ამ სიყვარულის შესაბამისად. ამიტომ, მგონია, რომ რაღაც მანდ არ უნდა იყოს მთლად დალაგებული”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, რათა გაარკვიოს, რატომ არ აქვს ინფორმაცია თავის რეიტინგთან დაკავშირებით.
“მე ცოტა დაბნეული ვარ ზოგადად და მინდა რომ შევხვდე ამ კვლევის ჩამტარებელ ხალხს. ვერ გავარკვიე, ჩემი მოქმედი პარტია გაზომეს ახლა ამ არჩევნებზე თუ ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი“, ანუ საკუთარ რეიტინგთან დაკავშირებით უბრალოდ არ მაქვს ინფორმაცია. შესაბამისად, როდესაც საკუთარ თავთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და მგონია, რომ რაღაც ტექნიკური შეცდომაა, სხვის რეიტინგებთან დაკავშირებით რომ ვილაპარაკო, არ მომწონს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ხვიჩიამ კომენტარი კვლევის იმ ნაწილზეც გააკეთა, სადაც კითხვაზე, „უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას“, კატეგორიულად არ ეთანხმება მოქალაქეების 42 პროცენტი, მეტ-ნაკლებად არ ეთანხმება გამოკითხულთა 18 პროცენტი, გადაჭრით ეთანხმება 15 პროცენტი და მეტ-ნაკლებად ეთანხმება 11 პროცენტი.
“მოსახლეობის დამოკიდებულება საკმაოდ ბუნებრივია. არ გაგვკვირვებია, რომ მოსახლეობის მოთხოვნები ჩვენს პოზიციებს დაემთხვა. უბრალოდ, მარტო მე არ მეუბნებიან მაგას, ანუ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მე, ჩემი შესვლა-არშესვლით მაგ განწყობასთან არ ვარ კავშირში. ისინი ამას ეუბნებიან ყველას ერთად, ოპოზიციას, არამარტო მე. იქ რომ გამოკითხვა იყოს, რომ მარტო „გირჩი“ შევიდეს თუ არა პარლამენტში, სხვები საერთოდ რომ ისე იყვნენ, ეგ შეიძლება სხვანაირი გამოკითხვით არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად იმასაც, რომ არ შევდივარ და გაჯიუტებული ვარ, როცა არგუმენტები არ არის ჩემს მხარეს, ამის ახსნა ძალიან პრობლემურია. ეს ქმნის ამ დილემას, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჩხუბმა, როდესაც პოლიტიკურ ომში ვართ, გამოიწვია ის, რომ პარლამენტი გავაქრეთ, მოჩხუბრებს არ სჭირდებათ პარლამენტი, პარლამენტი სალაპარაკო ადგილია, „ქოცებს“ და „ნაცებს“ არ უნდათ ერთმანეთში ლაპარაკი, ჩხუბი უნდათ. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ორი ადამიანი რომ ჩხუბობს, შენ რომ სადღაც შედიხარ სალაპარაკოდ, გამოიყურები უცნაურად, რადგან შენი საუბრისთვის არავის არ სცალია; ისინი ჩხუბობენ და შენ იქ, სადღაც რომ შედიხარ და ლაპარაკი გგონია, მაგაში მონაწილეობ პარლამენტში, გამოდის, რომ ერთს ეხმარები მეორის წინააღმდეგ ჩხუბში, რადგან ესენი ჩხუბობენ, ამათ საუბარი არ უნდათ, რომ პოზიცია დააფიქსირო ან ერთის ან მეორის სასარგებლოდ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა
მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI