LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მესმის, რატომ მიაჯაჭვა საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი თავი მკვდარს, რომელიც არის კრემლი: ბენ ჰოჯესი

136
ბენ-ჰოჯესი

ამერიკელ გენერალს, ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილ მეთაურ ბენ ჰოჯესს „არ ესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი“.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინას და ამ კუთხით, ხელისუფლების ქმედებები და ხალხის სურვილები გარკვეულწილად განცალკევებულია.

მისივე თქმით, საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარეს, რადგან ამით ქვეყანა ისტორიის სწორ მხარეს იქნება.

„კრემლი არის მკვდარი და მე არ შემიძლია ვთქვა რამე დადებითი შედეგი საქართველოსთვის, რომ ის არ იყოს უკრაინის მხარეს. სულ მცირე უკრაინა კარგია, რუსეთი კი აგრესორია და პოზიცია, რომ ჩვენ საქართველო არ გავაკეთებთ არაფერს, რაც ერთ მისხალ ლეგიტიმურობას მაინც შესძენს იმას, რასაც კრემლი აკეთებს ან ამბობს, არ ზრდის საქართველოს ომში ჩართვის რისკს. ერთადერთი, რასაც ეს აკეთებს, არის ის, რომ საქართველოს აყენებს ისტორიის სწორ მხარეს. ჩემი შეფასებაა, რომ ქართველი ხალხის უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინას და ეს გარკვეულწილად ხელისუფლების ქმედებებსა და ხალხის სურვილებს განაცალკევებს. თუმცა ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, სად გინდათ იყოთ აქედან ერთი წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც პოტენციურად იწყებს დაშლას?!“- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები