LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მახსენდება პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი მიეწვიათ, არ ვიცი მომცემს თუ არა ხელისუფლება დასწრების უფლებას: სააკაშვილი “ევროპის სახალხო პარტიამ” ყრილობაზე მიიწვია

200
მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პარტიის ყრილობაზე მიიწვია და სიტყვით გამოსვლა სთხოვა.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

ხერხეულიძემ ასევე წაიკითხა დონალდ ტუსკის წერილის საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილის წერილიც:

“დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი, “სახალხო პარტიის” სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე.

მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არც უკრაინა და არც საქართველო, ამ ორი ქვეყნის კონტექსტში კი მე. ჩემთვის ეს დიდი პატივია, არ ვიცი მომცემს თუ არა ჩემი ჯანმრთელობა, ან ხელისუფლება ამ ყრილობაზე დასწრების უფლებას, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.