მეუფე მიქაელს სუსი-დან სავარაუდოდ გამოსული “ფარული ჩანაწერები”, რომელშიც თავადაც ფიგურირებს, არ აინტერესებს.
როგორც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი აღნიშნავს, “ღმერთი ყველას გვისმენს” და გავრცელებულ მასალებში სიმართე შესაძლოა მხოლოდ 5% იყოს.
“ეკლესიასაც უსმენენ და ყველაფერს უსმენენ და ღმერთი ყველას გვისმენს ჩვენ. სახელმწიფო რომ გვისმენს თუ გადამეტებულია, არ არის სწორი. ჩემზე არის რაღაც ჩანაწერები მითხრეს. რაც შეეხება ავთენტურობას, ცოტა ისეთი რაღაცეები, რაც ზედმეტია, იმას არ ვადასტურებ”, – თქვა მეუფე მიქაელმა.