LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვაქვს ელექტროენერგია, არ გვაქვს წყალი, დაღუპულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ, სიტუაცია ძალიან რთულია: მარიუპოლის მერი

792
1

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მეათე დღეს, მარიუპოლის მერი ქალაქში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.

ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, სიტუაცია ძალიან რთულია, ქალაქს უკვე მეხუთე დღეა არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არის წყალი, რუსი ოკუპანტების მიერ მუდმივად განხორციელებული თავდასხმების გამო კი ვერ ახელხებენ გარეთ გამოსვლას და მიცვალებულების გაყვანას.

“რუსულმა არმიამ ჰუმანიტარულ დერეფნის ბლოკადა მოახდინა. ჩვენ გვაქვს უამრავი სოციალური პრობლემა – სითბოს გარეშე ვართ, მარიუპოლზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ დავკარგეთ სარეზერვო წყალმომარაგება და ამიტომ ახლა წყლის გარეშე ვართ.

რუს სამხედროებს უნდათ შეაჩერონ პირველადი მოხმარების ნივთების მოწოდება, სამედიცინო მარაგის, ბავშვის საკვებიც კი. მათი მიზანია ქალაქის ამოხრჩობა და გაუსაძლისი სტრესის ქვეშ მოქცევა.

დაჭრილები და დაღუპულები ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ათეულობით იყო. მერვე დღეს უკვე ასეული იყო. ახლა უკვე ათასობით ადამიანზეა საუბარი. ეს მაჩვენებლები მხოლოდ გაუარესდება. ზედიზედ მეექვსე დღე საჰაერო თავდასხმები ხორციელდება და ჩვენ ვერ გამოვიყვანთ დაღუპულებს.

ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ უკრაინელების გადარჩენა უკრაინისგან, მაგრამ თვითონ კლავენ.

ჩვენი მამაცი ექიმები უკვე 10 დღეა აქ სიცოცხლეს იხსნიან, ისინი ცხოვრობენ და სძინავთ ჩვენს საავადმყოფოებში ოჯახებთან ერთად”, – განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ამოცანა მარიუპოლში ნებისმიერ ფასად ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები