ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე მოქალაქეებს უზიარებს ინფორმაციას მედიკამენტზე, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის შეიქმნა და რომელიც ასე მოდური გახდა წონის კლების მსურველთა შორის.
საუბარია „ოზემპიკზე“, რომელიც აძლიერებს სიმაძღრის განცდას და ამცირებს შიმშილის გრძნობას. აღსანიშნავია, რომ „ოზემპიკი“ არ არის დამტკიცებული FDA-ის მიერ, როგორც სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატი.
ამერიკაში მცხოვრები ნუკი კოშკელიშვილი ამბობს, რომ პრეპარატი, რომელიც მიიღება კვირაში ერთხელ, კანქვეშ ინექციის სახით, მისმა არაერთმა ნაცნობმა გამოიყენა, თუმცა აქვე ნუკი პრეპარატის უკუჩვენებთან დაკავშირებით აკეთებს აქცენტს და მისი მიმდევრების კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ „ოზემპიკის“ გამოყენებას არავის ურჩევს.
„თქვენ იცით, რომ აქ „ოზემპიკი“ იშოვება, არის რაღაც შემოვლითი გზები, თუ დაზღვევა გაქვს, ძალიან იაფად იშოვებ.. ვიცი, რომ თბილისში ბევრი იკეთებს, 400 თუ 800 ლარი ღირს.. რაღაც უკუჩვენება მაინც ექნება, აუცილებლად..
რამდენადაც ვიცი, ის „ოზემპიკი“, რომელიც საქართველოში იშოვებოდა, გულის რევის შეგრძნებას გმატებს, მოკლედ, მაგრად განგრევს.. აქ ამერიკაში ვინც იკეთებს, ჩემმა ნაცნობმა, დიაბეტი არ აქვს, უბრალოდ, გახდომა უნდა, 4 თვეში 25 კილო დაიკლიო, მაგრამ მე ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, სადღაც სერიოზული პრობლემა გამოხტება, გერმანიაში უკვე გარდაიცვალა ერთი გოგო.. მედიკამენტის მწარმოებლებს ძალიან უყვართ, რომ გემრიელად მოგვატყუონ და შეგვსვან [მედიკამენტზე].
ვთვლი, რომ „ოზემპიკი“ მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის არაჩვეულებრივი წამალია, მაგრამ ეს ჰოლივუდის ვარსკვლავები, რატომ რისკავენ ასე ძალიან, არ ვიცი. მოკლედ, მე არ გირჩევთ..“
ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) პრეპარატი „ოზემპიკი“ 2017 წელს დაამტკიცა როგორც საინექციო მედიკამენტი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ.