LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გავკოტრებულვართ“ – რას წერს „ჯორჯიან ეარვეისი“ ოფიციალურ განცხადებაში

90
Cover-Photo-e1488198838215

ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მის ამჟამინდელ საქმიანობას აღწერს და ამბობს, რომ არ გაკოტრებულა.

„ჩვენი ავიაკომპანიის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, გვსურს კიდევ ერთხელ გავავრცელოთ ოფიციალური ინფორმაცია, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. ბოლო დროს, სხვადასხვა მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც გაჟღერდა „ჯორჯიან ეარვეის“-ის გაკოტრებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს. “ჯორჯიან ეარვეისი“ გადავიდა რეაბილიტაციის და არა გაკოტრების ეტაპზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ავიაკომპანია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და რეგულარული ავიარეისების შესრულებას. ამ ეტაპზე, კომერციული ფრენები ხორციელდება თელ-ავივის, ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით, სხვა მიმართულებებზე ფრენების განახლებასთან დაკავშირებით, ასევე სხვა სიახლეებთან დაკავშირებით, ინფორმაციას განვათავსებთ ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში.

გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენი, როგორც კომპანიის ინტერესებს და თავი შეიკავოთ დეზინფორმაციის გავრცელებისგან. ასევე გთხოვთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისთან“ დაკავშირებულ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ ჩვენთან, ოფიციალურ ვებსაიტზე, ან სოციალურ ქსელში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები