LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გაქვს გამოცდილება ნუ ჩამოხვალთ – იბრძოლეთ მანდ, რუსებს რომ გვისახლებენ იმათ წინააღმდეგ: უკრაინაში მებრძოლი ქართველი

1279
ვანო ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მათ ვისაც ომში ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოხალისედ წასვლაზე.

მისი თქმით, „იქ ომია, რომელიც ფილმებშიც კი არ აქვს ბევრს ნანახი“.

მათ ვისაც გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ომში ბრძოლა სურს, ვანო ნადირაძე მოუწოდებს „საკუთარ ქვეყანაში იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ, რომელთაც საქართველოში გვისახლებენ“.

„ვიცი რომ ბევრი ვისაც აქ ჩამოსვლა გინდათ ვაჟკაცები ხართ, უშიშრები. მაგრამ ჩემი თხოვნაა თუ გამოცდილება არ გაქვთ ნუ Ჩამოხვალთ!!!

ეს ის ომია რომელიც ფილმებშიც კი არ გაქვთ ნანახი ბევრს!!!

არ გაქვს გამოცდილება ნუ ჩამოხვალთ!!! ოცი წლის უკან სადღაც ჯარში იმსახურე, ნუ ჩამოხვალ!!!

იბრძოლეთ მანდ, რუსებს რომ გვისახლებენ იმათ წინააღმდეგ!!!

ხოლო თაღლითებს ვისაც სელფი გინდათ ფეუსბუქისთვის? ნახეთ სადმე გაჩერებული ტანკი და გადაიღეთ სურათი, მერე აახვიეთ აქედან“, – წერა ვანო ნადირაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები