Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„არ განელებულა ის სიმწარე, რაც შენ გვარგუნე, ტკივილით ვიგონებთ ამ წყეულ 26 დეკემბერს, საიდანაც იწყება უშენობა…“ – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ განელებულა ის სიმწარე, რაც შენ გვარგუნე, ტკივილით ვიგონებთ ამ წყეულ 26 დეკემბერს, საიდანაც იწყება უშენობა…“ – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

267
BeFunky-collage (1)

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში თემირლანის დედა, მედიკო მარგოშვილი ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ცრემლებით, დარდით, ტკივილით და მონატრებით გავიდა. 5 წელი შენს მოგონებებში თემირლან.

მძიმე და ცრემლიანია ყოველი დღე.

ფერი იცვალა ყველაფერმა. მიდის დრო, მაგრამ არ მიაქვს ტკივილი და უფრო გვიმძაფრებს შენს მონატრებას.

არ განელებულა ის სიმწარე, რაც შენ გვარგუნე, ტკივილით ვიგონებთ ამ წყეულ 26 დეკემბერს, საიდანაც იწყება უშენობა.

ჩვენი ოჯახის მხიარულება სევდამ და მწუხარებამ შეცვალა. ყოველი ჩვენი თავშეყრა შენზე მოგონებებით იწყება და მთავრდება. გვიჭირს შენზე წარსულში საუბარი, დაგეძებ მოგონებებში სიზმრებში, ამით ვივსებთ თითქოს უკმარისობას და გვინდა რომ ეს სიზმარი ცხადად ვაქციოთ.

გაუსაძლისად გვიჭირს უშენობა, არის ტკივილი, წამალი რომ ვერ აყუჩებს.

არის ჭრილობა მალამო რომ ვერ მოაშუშებს. არის ხსოვნა დღეები რომ ვერ გააფერმკრთალებს.

ეს შენ ხარ ჩემო საყვარელო,ჩვენო დიდო ტკივილო, თ ე მ ი რ ლ ა ნ.

ვლოცულობთ შენი ლამაზი სულისთვის.

უზომოდ გვაკლიხარ და გვენატრები,“ – წერს მედიკო მარგოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები