პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, თუმცა არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში უფრო მკაცრი ზომები იქნეს მიღებული. ამის შესახებ მან „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
“სრული მზადყოფნაა ჩვენი მხრიდან, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია – მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.
თბილისში 600-მდე პირით დასაქმებული კომერციული ობიექტი დახურეს – თანამშრომლების ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მომენტისთვის უზრუნველყოფილია სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ყველა ფუნქცია, მათ შორის, საკვების ძირითადი მარაგები. არცილ თალაკვაძის თქმით, ყველაფერი, რაც სახელმწიფოს საბაზისო დონეზე ჭირდება, შეუფერხებლად ფუნქციონირებს.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა, საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა.აქედან გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. კარანტინში მოთავსებულია 3 320 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 235.
ახალი შემთხვევების შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა. მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 3 აჭარაშია, 4 თბილისში.
შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს: ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად დამთავრდება
შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას – პრემიერი