LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია და შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს“ – რა განცხადებას ავრცელებს უკრაინული მხარე

159
Untitled design (2)

უკრაინის ჩრდილოეთით ბელარუსის მიერ სამხედრო წვრთნების დაწყებას უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური ეხმიანება.

საზღვრის დაცვის სამსახურში ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია და შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს:

“არ გამოვრიცხავთ, რომ რუსეთმა ბელარუსის ტერიტორია და შეიარაღებული ძალები, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ”, – თქვა მან.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში რეაგირების ძალების უეცარი შემოწმება დაიწყო.

“შემოწმების დროს სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები შეიმუშავებენ საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულების საკითხებს.

შემოწმების მიზანია შეაფასოს პერსონალის მზადყოფნა და შესაძლებლობები კრიზისულ სიტუაციებში დროული რეაგირებისთვის.

დეპარტამენტში განმარტავენ, რომ შემოწმება კომპლექსურია, ღონისძიებები ჯარების მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმაა და არანაირ საფრთხეს არ უქმნის არც ევროპულ საზოგადოებას და არც კონკრეტულად მეზობელ ქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები