LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში” – კალაძე ფონ კრამონზე

191
BeFunky-collage - 2023-05-04T005313.380

არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში, – აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისამართით განაცხადა.

„მე ის ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა შემოვიტანო, მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს.

არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს”, – აცხადებს კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები