LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვრციხავ, საქართველოში “სინოვაკით” ვაქცინაცია ჯანმოს ავტორიზაციამდე დაიწყოს: გამყრელიძე არგუმენტებს ასახელებს

98
Untitled design (4)

“არ გამოვრციხავ საქართველოში “სინოვაკის” ვაქცინის გამოყენებას WHO-ს მიერ მის ავტორიზაციამდე, რადგან ამისთვის რამდენიმე არგუმენტი არსებობს, რომელსაც დღეს სწორედ საბჭოზე წარვადგენ და საბჭომ უნდა განიხილოს.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებს იმას, რომ ვაქცინა ავტორიზაციის პროცესშია და როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის პორტალზეა აღნიშნული, განხილვა მალე იქნება. კიდევ ერთი არგუმენტი კი არის ის, რომ “სინოვაკი” ავტორიზებულია 32 ქვეყანაში და უკვე გამოყენებულია 160-170 მლნ დოზაზე მეტი:

“არ გამოვრციხავ ამას, რადგან რამდენიმე არგუმენტი ამისთვის არსებობს, რასაც დღეს სწორედ საბჭოზე წარვადგენ და საბჭომ უნდა განიხილოს. პირველი ის, რომ ის ავტორიზაციის პროცესშია და როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი პორტალი გვეუბნება, მალე იქნება განხილვა. მისი პირველადი განხილვა უკვე იყო. მეორე, ის უკვე ავტორიზებულია 32 ქვეყანაში და 160-170 მლნ დოზაზე მეტია გამოყენებული.

ასევე, ის ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყანაში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში. ამაზე იმსჯელებს საბჭო და მიიღებს გადაწყვეტილებას.” – თქვა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჩინეთში წარმოებული ვაქცინის “სინოვაკის” 100 000 დოზა და 100 800 შპრიცი საქართველომ 30 აპრილს მიიღო.