რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ კრემენაია დაიკავეს. ამის შესახებ ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი აცხადებს.
მისივე ცნობით, გარდა ამისა, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო მანქანას.
„მანამდე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, ხალხი დამოუკიდებლად ცდილობდა წასვლას. „რაშისტებმა“ მათ ცეცხლი განზრახ გაუხსნეს. არ გამოხვიდეთ სამალავიდან!!! არ შეეცადოთ დამოუკიდებლად დატოვოთ კრემენაია! საშიშია!“ – წერს გაიდაი სოციალურ ქსელში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.