LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გაგვიცია რეკომენდაცია, რომ ბიზნესები უნდა შეჩერდეს, საუბარია წესების დაცვაზე: გამყრელიძე

126
1591873077

“არავითარი რეკომენდაცია არ გაგვიცია, რომ ბიზნესები უნდა შეჩერდეს” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფოს აქვს დადგენილი.

“ლაპარაკია იმაზე, რომ ბიზნესებმა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ვიძლევით. დახურულ შენობებში უნდა ვიყოთ პირბადით, დავიცვათ დისტანცია და ხშირად დავიბანოთ ხელები. არ უნდა გაიმართოს 300-400 კაციანი ქორწილები და ნადიმები – აი, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობაში ირწმუნებიან, რომ საგანგებო მდგომარეობას არ გამოაცხადებენ. ამბობენ, რომ სიტუაცია სრულად კონტროლდება. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ Covid-19-ის გამო, ახმეტის, ჩოხატაურის და გორის რიგ სოფლებში შეზღუდვები დაწესდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდება: მთავრობა სიტუაციას აკონტროლებს

4 სოფელში: მატანში, ზოდში, ჩხაკაურასა და ქიწნისში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები