LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

1300
შალვა რამიშვილი და მირანდა

POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. მირანდა ძირკვაძის განცხადებით, ტელეკომპანიაში სამსახურის დაწყების მიზნით, 2022 წელს მივიდა და CV-ის შევსება სურდა.

როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, შალვა რამიშვილი ამ დროს სხვა პირებთან ერთად იყო, შეხვედრა შეწყვიტა და კაბინეტში შევიდა, რომ მას გასაუბრებოდა.

„გური, ერთხელ კი არა, ორჯერ მოვუგე, შიგ „ქართული ოცნების“ სასამართლოში ეგ არაა დამნდობი კაცი… არც შენ დაგინდობს იცოდე“ – თათია სამხარაძე 

„ჩემი მოთხოვნა იყო იმ მომენტში მხოლოდ სტაჟირება, სტაჟირება დამეწყო. როცა შევედი კაბინეტში და დავჯექი, რა თქმა უნდა, დავიწყე საკუთარი ბიოგრაფიის მოყოლა, ვუთხარი, რომ ესა და ეს ვარ, ბათუმიდან, ასეთი პრობლემით.

 

მეკითხებოდა „ტიკტოკი“ თუ მქონდა, Facebook თუ მქონდა, მეკითხებოდა, რომ ბათუმიდან რომ ჩავიდოდი თბილისში ვიღაც ხომ მჭირდებოდა ისეთი, ვინც მომხედავდა, მიპატრონებდა და ასე შემდეგ, პასუხი იყო, რომ მე ოჯახი მყავს, რომელიც გვერდში დამიდგება. გასაუბრებიდან უკვე ვიცოდი, რომ მისი საუბარი სხვაგან წავიდა“ – უთხრა „მთავარ არხს“ მირანდა ძირკვაძემ.

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს - რას ამბობს შალვა რამიშვილი

„ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით.“

მან სოციალურ ქსელში გაავრცელა შალვა რამიშვილთან მიმოწერის ფოტოებიც – „გესექსუალურები თქო, როგორც მე – შენ, შენ – მე. კარგი როგორც მამაკაცი? მითხარი სიმართლე, არ მოიტყუო, როგორცაა ისე თქვი.“

წითლიძე: მასშტაბი, თუ რამდენ ქალს შეეხო შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროება, გამაოგნებელია – კიდევ უფრო გამაოგნებელია, რომ სახალხო დამცველი ამ დრომდე დუმს

„ძალიან მტკივა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალები შესაბამისად არ არიან დაცულები ასეთი ფაქტებისგან. არ გაბედო შალვა და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო !!!!!!“ – წერს მირანდა ძირკვაძე.

„ადვოკატი სავარაუდოდ, ხვალ უკვე მეყოლება“ – გვანცა ბუღადაშვილი, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები