LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დავნებდებით! ვიბრძოლებთ! მოვიგებთ! – 2 წლის ანიტას საქმეს ავსტრიის პრეზიდენტის აპარატი დაჩქარებული წესით განიხილავს

3570
bavSvi

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 2 წლის ანიტა ფაცაცია ოჯახთან ერთად ქალაქ გრაცის პანსიონში იმყოფება, სადაც მას განმეორებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. ანიტა სამკურნალოდ შესაძლებელია გერმანიის, იტალიის ან ინდოეთის კლინიკებში გადაიყვანონ.

ინფორმაცია საქველმოქმედო ჯგუფში “ანიტასთვის” გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ავსტრიის პრეზიდენტის აპარატი გოგონას საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს.

“მე-10 საღამო მშვიდობისა სიკეთის ჯგუფის წევრებო! დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია: ანიტას ოჯახი გადაყვანილია ქალაქ გრაცის პანსიონში, სადაც მათ უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები აქვთ და გვპირდებიან, რომ ხვალიდან ანიტას ჩაუტარდება განმეორებით გამოკვლევები.

რაც შეეხება ანიტას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მან დღესაც მიირთვა საყვარელი კერძი – ხაჭაპური, კლინიკურად სტაბილურია, თუმცა მისი გულის განდევნის ფრაქცია 15-20% არის, რაც შეესაბამება კრიტიკულ მაჩვენებელს. ამ მომენტისათვის ანგარიშზე ჩარიცხულია დაახლოებით 280 000 ევრო. ეს არ შეადგენს სრულ თანხას, თუმცა დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, რომლიდან შემოსულმა თანხამაც შესაძლოა მოგვცეს საშუალება, დავიწყოთ მკურნალობის პირველი ეტაპი.

რაც შეეხება ქვეყნებს – უარი გვითხრა საფრანგეთმა და ბელარუსმა. განიხილება ანიტას გერმანიის, იტალიის ან ინდოეთის კლინიკაში გადაყვანის ვარიანტები. ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენმა სპამურმა მესიჯებმა შედეგი გამოიღო და მოგვივიდა პასუხი ავსტრიის პრეზიდენტის აპარატიდან, რომლის თანახმადაც ანიტას საქმე დაჩქარებული წესით განიხილება. თუმცა სავსებით შესაძლებელია ეს მხოლოდ ჩვენს დასამშვიდებლად იყოს მოწერილი! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ანიტას რომელიმე ქვეყნის საიმედო კლინიკაში გადასაყვანად!

არ დავნებდებით! ვიბრძოლებთ! მოვიგებთ! თქვენთან ერთად არაფრის გვეშინია! ჩვენს გვერდით მთელი ერი დგას #ანიტასთვის!” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება დილატაციური კარდიომიოფატია რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა.

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

#GE28BG0000000100761966

მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)

თბს ანგარიში:

#GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:

პ/ნ 60001030692

ლია ჩხაიძე

 

“მისი მსოფლიოში ულამაზესი თვალები მიყურებენ და შველას მთხოვენ” – პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები