LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დავმალავ, პირველად გამიჩნდა შიში, რომ დიდი რისკია დავვირუსდე კლინიკის გარეთ კონტაქტებით!! – დავით გადელია

1173
ghranws9

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კორონავირუსის გავრცელების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ვარ კლინიკის ხელმძღვანელი, სადაც თბილისში ყველაზე მეტი კოვიდიანი პაციენტი გვიწევს. არანაირი შიშის გრძნობა ამის გამო არ მაქვს- გამორიცხულია ჩვენი პაციენტიდან ვინმეს დაავადება გადაედოს, სრულად ვიცავთ ეპიდრეჟიმს, მაგრამ… მაგრამ არ დავმალავ, პირველად გამიჩნდა შიში, რომ დიდი რისკია დავვირუსდე კლინიკის გარეთ კონტაქტებით!! ძალიან ცუდად იცავენ წესებს და უკვე კრიტიკულ რაოდენობას აქვს ქალაქში. ვნახოთ, სანამდე მიშველის პირბადე, რომელსაც ერთი წამით არ ვიშორებ და თქვენც ამასვე გირჩევთ!“,- წერს დავით გადელია ფეისბუქში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი.