ზესტაფონის საახალწლო გალა კონცერტზე მარიამ მამისმედიშვილის სიმღერამ განსაკუთრებული მუხტი შექმნა.
როგორც აღმოჩნდა, მსმენელმა ძალიან მალე შეიყვარა სიმღერა „არ დასრულდება“, რომლის ავტორი მაია კაჭკაჭიშვილია, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
როგორც „არ დაიდარდოს“ ეთერში მომღერალმა განაცხადა, სიმღერა ძალიან კარგად მიიღო მსმენელმა, რადგან ენერგიული და შინაარსობრივად საინტერესოა.