“არ დარჩეს 13 ივნისის არცერთი დაზარალებული, ვისაც კომპენსცია არ ექნება აღებული,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა. მან ამ საკითხის მოგვარება ვიცე მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა.
“მინდა გავიხსენო 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედია და შევეხო განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საკითხს. ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომლებსაც არ აუღიათ კუთვნილი კომპენსაცია. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი და მინდა მივმართო ვიცე მერს, რაც შეიძლება მალე მოახდინონ ამ ადამიანების დაკმაყოფილება. თავიდანვე თანხმობა იყო მიცემული, რომ ისინი დაკმაყოფილდნენ და უნდა იყოს კომპენსაცია მიცემული და არ დარჩეს არავინ, ვისზეც კომპენსაცია არ იქნება გაცემული”- აღნიშნა კალაძემ.