LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დამიწყოთ 9 წლის წინ რა ხდებოდა, მე მინდა მომავალ 9 წელიწადში რა მოხდება იმაზე ვილაპარაკო: მამუკა ხაზარაძე

293
Untitled (4)

„თქვენი აქ დგომა არის ტყუილის დამარცხება და სწორედ ეს არის გამარჯვება“, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის “ლელო” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი სიტყვებით, ქვეყანა წარსულით, კომპრომატებით და ღირსების შელახვით ვერ განვითარდება.

“ასე გაგრძელება არ შეიძლება, იმიტომ, რომ წარსულით, კომპრომატებით, ღირსების შელახვით, დამცირებითა და მოტყუებით ვერ განვითარდებით. მე მინდა თქვენთან ერთად ძლიერ, პატიოსან და სიყვარულით სავსე საქართველოში ვიცხოვრო. ამას ვერ მოვახერხებთ, თუ უარს არ ვიტყვით იმ პოლიტიკურ ვენდეტაზე, რომლის მომსწრეებიც ვართ.

არ დამიწყოთ 9 წლის წინ რა ხდებოდა, მე მინდა მომავალ 9 წელიწადში რა მოხდება იმაზე ვილაპარაკო, ამას დავუსვათ წერტილი”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები