LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ დამითვლია, ვისზე რას ამბობენ უფრო ხშირად, მაგრამ დარჩენილებს შორის შეიძლება იყოს ერთი, ვისზეც შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესაძლებელია“: თალაკვაძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე

137
არჩილ თალაკვაძე

„ჩვენი მიზანია, სახალხო დამცველის თანამდებობაზე შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და დამოუკიდებელი, რომ მაქსიმალურად დაიცვას ყველა ჩვენი მოქალაქე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობაში პროცესი თავიდანვე დაგეგმეს და გამოხატეს მზადყოფნა, რათა ახალი ომბუდსმენის შერჩევა მაქსიმალური კონსენსუსით და შეთანხმებით მოხდეს.

დავითულიანის განცხადებით, უმრავლესობა მზად არის, ჯანეზაშვილისა და აბაშიძის გარდა, ომბუდსმენად ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს

„პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დათქმულ ვადებში მოხდეს ომბუდსმენის შერჩევა და ინსტიტუტმა უწყვეტად გააგრძელოს ფუნქციონირება.

არ დავეთანხმებოდი იმ სკეპტიციზმს და იმ ოპონენტებს, რომლებიც წინასწარ გამოთქვამდნენ ნეგატიურ მოლოდინებს, თითქოს, ომბუდსმენი არ, თუ ვერ შეირჩევა. თითქოს ამ ადამიანებს ინტერესიც აქვთ, რომ ვერ შეირჩეს ომბუდსმენი ვადების მიხედვით, მაგრამ მგონია და ვხედავ ამის საფუძველს, რომ შესაძლებელია შეთანხმება საუკეთესო კანდიდატზე, რომელიც გაუძღვება ინსტიტუტის საქმიანობას.

იცით, რომ კონსულტაციების შედეგად კანდიდატების წრე, ვის შორისაც უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება, შემცირდა. ნამდვილად არის ის მომენტი, თუ ოპოზიცია გამოიჩენს მცირე მონდომებას და ნებას, რომ შეთანხმება მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეთანხმებისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.

ანა აბაშიძე: მნიშვნელობა არ აქვს, რა წარსული აქვს ადამიანს.. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ, ქვეყანას კი პრაგმატული და ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, იმ კანდიდატებს შორის, რომელიც შერჩევის პროცესში დარჩა, „შესაძლოა, არის ის ადამიანი, ვისზეც შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესაძლებელია“.

„არ დამითვლია, ვისზე რას ამბობენ უფრო ხშირად, მაგრამ იმ კანდიდატებს შორის, რომელიც დარჩა პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად შერჩევის პროცესში, ნამდვილად შეიძლება იყოს ერთი, რომელზე შეთანხმებისთვისაც ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას. წინასწარ არ დავასახელებ, რადგან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ცალკე აღებულ პოლიტიკოსს არ აქვს შესაძლებლობა და ალბათ უფლებაც, რომ კანდიდატი დაასახელოს, ვიდრე შეთანხმება არ მოხდება.“– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები