ტომ ბრედისთან რომანის ფონზე, ირინა შიკი ყოფილ ქმართან, ბრედლი კუპერთნ ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა. წყვილი ქალიშვილს ნიუ-იორკის ქუჩებში ასეირნებდა. ამ დღეს მოდელს შავი ჰუდი ეცვა და პაპარაცებისგან დამალვას ცდილობდა.
„არ დამინახოს, რომ ყოფილ ქმართან ვსეირნობ“, „რატომ იმალება?!“, „ტომ ბრედის ემალება“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მოდელი ამერიკული ფეხბურთის ლეგენდასთან, ტომ ბრედისთან ერთად მანქანაში, ინტიმურ ვითარებაში გადაიღეს, ის ყოფილ ქმართან, ბრედლი კუპერთან ერთად დასასვენებლად წავიდა და „ინსტაგრამზე“ მისი ფოტოც გაავრცელა. გასულ კვირას კი ექს-მეუღლეები „ვენეციის კინოფესტივალზე“ კვლავ ერთად გამოჩნდნენ.
„ბრედლისაც ხვდება და ბრედისაც“ – ირინა შეიკისა და ტომ ბრედის რომანი დღითი დღე ღრმავდება
ტომ ბრედის პირველი რეაქცია ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ერთობლივ დასვენებაზე