LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაიდარდოს ბრენდი ესტუმრა – ”ისღა დამრჩენია გავიხადო”…

7

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” გია სურამელაშვილი და ნინო ზურაბაშვილი ესტუმრნენ.

როგორ ხარ?

შენ არ გითქვამს ჩემთვის, რომ ფოტოსესია იქნებოდა. რა ხდება თაკო, რამდენი ხალხია. რა ძნელია, იყო ასეთი ლამაზი. მე ვარ ”ბრენდი”…

გია ჯაჯანიძის შოუში გაიკეთე პედიკური, ვისი იდეა იყო?

ეს არის ელემენტარული ჰიგიენა. იმავე შოუში ვირუჯებოდი, აუზში ვხტებოდი და ხალხს არ გაკვირვებია…. ბაყვები მიჩანდა და ეს ლამაზი ფეხუნები, ძალიან ლამაზ დონეზე. ეხლა კიდევ ოდნავ ავიწიე შარვლის ტოტები და ვიწესრიგებდი ფეხებს. ეს იყო ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორ ვემზადებოდი კონცერტისთვის. დაანებეთ თავი ჯაჯანიძეს, ის ერთი საწყალი, კარგი გაგებით, ნორმალური ადამიანია. შოუს ჰყავს პროდიუსერი… გადაცემის ნახევარი ჩემზე იყო. ასე ვემზადებოდი და რა იყო სასწაული. კონცერტის წინ ვუვლი ფეხებსაც, ხელებსაც. მოდის უამრავი ხალხი და ისინი ფულს იხდიან. უნდა ვყარდე? არც ”შანელი” აღარ დავისხა? ”ფეისბუქებზე” რომ უყურებენ ჩუმჩუმელა ხალხი ტიტველ კაცებს, მეორე ოთახში ბავშვები ჰყავთ და თვითონ შიშველ ხალხს უყურებენ ხან ერთად და ხანაც ცალცალკე.

რა გეგმები გაქვს ამ ზაფხულს?

საერთოდ უნდა გავშიშვლდე, ხომ ამბობენ, გახდა აკლია მარტოო, ხოდა გავშიშვლდები და ჩემს ლამაზ სხეულს ყველას დავანახებ. იმდენი ნახვა აქვს ჩემი პედიკურის ამბავს, რომ ე. ი. ნამდვილად ძალიან ლამაზი სხეული მაქვს.

ბარემ ”არ დაიდარდოს” სტუდიაში გაიხადე…

არა, მაგაზე ექსკლუზივი ჯაჯანიძეს აქვს აღებული…

შენთან რა ხდება სახლში?

ყოველდღიურად ჩემს სახლში კონცერტები იმართება, თუმცა წინასწარი შეკვეთით. 12 სიმღერას ვმღერი ხოლმე, ხანდახან არის ხოლმე დუეტებიც. ვისაც ჩემი ნახვა და მოსმენა უნდა სამტრედიის №3-ში შეუძლიათ მობრძანდნენ.

ნინო, მადლობა მობრძანებისათვის, დღეს თქვენსა და გიას ერთობლივ სიმღერას მოვისმენთ…

გია: – ჩვენ ერთ-ერთ რესტრანში დავმეგობრდით, არ ვიტყვი სად, რადგან ის რესტორანი არ არის ამისი ღირსი. სიმღერის ”მაპატიე”, რომელმაც ყველა რეიტინგი მოხსნა, პროდიუსერი არის ნინო.

ნინო: – ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიას. შვიდი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, ძალიან მინდოდა მანამდეც, მაგრამ მისი ვარსკვლავური ცხოვრების გამო ვერ მოვახერხე. ჩავწერეთ დუეტი, რომლის ჩაწერაც ასევე დიდი ხანი მინდოდა. ტექსტი მე მეკუთვნის, მელოდია არაქართულია. ვაპირებთ კლიპის გადაღებასაც. ვინც გიას იცნობს, არ არსებობს ადამიანი, ვინც მასზე უარყოფითს იტყვის. გია ყველას უყვარს. ის ცოტათი პრეტენზიულია, თუმცა უკმაყოფილო მისით არავინ არის. მე პირადად 13 წელია ვმღერი, მათ შორის საზღვარგარეთაც.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ნინო: – ძალიან მიხარია რომ გიასთან ჩავწერე სიმღერა. გვინდა კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერა, თუმცა ტრიო ”ალიონთან” ერთად.

გია: – თაკო, რა ეჭვიანი ხარ, პათოლოგიურად გიყვარვარ. ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ არავინ მიყვარს. ეხლა ეთერში ვარ? ვაიმეე… ძალიან ბევრს ვკითხულობ და ძალიან მიყვარს ფილმების ყურება თავისუფალ დროს. პატარა ბიჭუშკა აღარ ვარ, 47 წლის ვარ, კარგიც ბევრი ვნახე, ცუდიც… მილიონერს მეძახიან, მილიონერი ვარ… კეთილი ვარ, ბორორტება არ შემიძლია, მყავს ბევრი მსმენელი და ამიტომაც ვარ მილიონერი. სიყვარულს რაც შეეხება, ის ერთხელ მოდის. შეიძლება დამთავრდეს, შეიძლება მთელი ცხოვრება მასთან იყო. მიყვარს ადამიანი, რომელსაც მე ძალიან ვუყვარვარ, თუმცა ჩემს ასაკში რაღა დროს შეყვარებულია. ჩემთან იყო ერთხელ და დამთავრდა. შემდეგ მოვიდა სიყვარული, რომელთანაც დავზავდი. მე მძიმე ვარ, ის ძალიან მშვიდი. ვერ აიტანა ჩემი სიგიჟეები და წავიდა. მერე ისევ  მოვიდა, იმიტომ რომ უჩემოდ არ შეეძლო. იმ ძველ სიყვარულს, რომელიც მიწაშია, ვერ დავიბრუნებ. არასოდეს ვამბობ ვინ იყო, არც ახლა ვიტყვი. ”არ დაიდარდო” მიყვარს უზომოდ. უღრმესი მადლობა ჩემს საყვარელ მსმენელს.

გია სურამელაშვილი & ნინო ზურაბაშვილი – დაუვიწყარი ცეკვა 

AudioGIA-SURAMELASHVILI-NINO-ZURABASHVILI-DAUVITSKARI-CEKVA

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiosuramelashvili 8

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Warning: Attempt to read property "name" on null in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-content/plugins/dynamic-content-for-elementor/includes/extensions/dynamic-visibility.php(1816) : eval()'d code on line 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები