„სამზარეულოს ომების“ მონაწილეებს მაყურებლებს შორის უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. გამორჩეულია წყვილი სვანეთიდან, რომელიც უკვე ფინალშია.
ნინი კახბერიძე გამორჩეულ იუმორს და მიმიკებს სოციალურ ქსელში მუდმივად ხალისით ხვდებიან, მის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს.
როგორც ნინიმ გადაცემის შესარჩევ ეტაპზე აღნიშნა, სვანეთშია დაბადებული და ძალიან უყვარს იქაურობა. იქვე ისწავლა კერძების მომზადება – დედასთან, რომელიც შესანიშნავი კულინარია და იქვე გაიცნო მომავალი მეწყვილე ელენე, რომელიც მისი მასწავლებელი იყო.
„სვანეთში დავიბადე და გავიზარდე… არ არსებობს სიტყვები იმის გამოსახატავად, თუ როგორ მიყვარს სვანეთი. ვგიჟდები აქაურობაზე. ამ ადგილზე მეტად ვინ ან რა უნდა შევიყვარო, არ ვიცი”, – ამბობს ნინი.