სეისმოლოგიური ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ამ ღამით დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ არსებობს.
„მიწისძვრის პროგნოზი არ კეთდება.
არ არსებობს რაიმე წინასწარი ინფორმაცია რომ ამ ღამით დამანგრეველი მიწისძვრა მოხდება.
მედიებს გთხოვთ დახმარებას ამ ინფორმაციის გავრცელებასა და უსაფუძვლო პანიკის დასრულებაში”, – წერს სეისმოლოგი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 000-ს გადააჭარბა.
სელჩუკ ბაირაქტარმა მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქაჰრამანმარაშის მოსახლეობას 1 000 ბინა აჩუქა
უცნობმა ადამიანმა მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო: CNN