LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს მშვიდობა და დოვლათი რუსული ჩექმის ქვეშ, უბრალოდ არ არსებობს – გიორგი ქადაგიძე

202
news_23984_1

სოფლად მცხოვრებ ადამიანებში პრორუსული განწყობების გავრცელებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პროპაგანდისტული ნარატივია, რომ ჩვენი სოფლის პროდუქცია არავის ევროპაში არ უნდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს.

„რუსეთი არის ჩვენი ტრადიციული ბაზარი. ჩვენ დავიბრუნეთ რუსეთის ბაზარი და ა.შ.”, ასეთი სამარცხვინო ფრაზები ხშირად გვესმის მაღალი თანამდებობის პირებისგან. ჰოდა, მორალს და ღირსებას სულ რომ თავი დავანებოთ, 106 მილიარდი ევრო, სწორად ამდენი საგრანტო დახმარება მიიღო მხოლოდ პოლონეთმა ევროკავშირისგან, სოფლის მეურნეობის და სხვა საინვესტიციო ფონდებისთვის, მხოლოდ 2014-2020 წლებში.

„5 მილიონი ყველა სოფელს” მართლაც არსებობს, ოღონდ ეს ევროპაში, დასავლური ოჯახის წევრებისთვის, სადაც უკვე უკრაინა თავის ღირსეულ ადგილს ძალიან მალე დაიკავებს“, – ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და იქვე დასძენს, რომ არ არსებობს მშვიდობა და დოვლათი რუსული ჩექმის ქვეშ, უბრალოდ არ არსებობს!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები