Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არ არის “სახუმარო” თუ “მარტივი” მედიკამენტი – ექიმი ანტიბიოტიკის საფრთხეებზე საუბრობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის “სახუმარო” თუ “მარტივი” მედიკამენტი – ექიმი ანტიბიოტიკის საფრთხეებზე საუბრობს

1319
BeFunky-collage (1)

სეზონური ვირუსის გართულების გამო, დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით, ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 3%-ით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკა გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა გაასაჯაროვა. მათივე განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს,ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომელიც შედარებით მსუბუქია და საშუალო სიმძიმით ხასიათდება.

გრიპის სეზონთან და ანტიბიოტიკის საფრთხეებთან დაკავშირებით ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 ანტიბიოტიკი არ არის “სახუმარო” თუ “მარტივი” მედიკამენტი, მისი არასწორი დანიშვნის შემთხვევაში იზრდება ბაქტერიების რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ და ასევე შესაძლოა ქონდეს ბევრი გვერდითი მოვლენა.

 კატეგორიულად დაუშვებელია მისი თვითნებურად მიღება, მეზობლების თუ მეგობრების “რეკომენდაციით” ან “გრიპია მაინც და მოდი ანტიბიოტიკს მივაყოლებ” მიზეზით!

არ შეიძლება ანტიბიოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება – ამირან გამყრელიძე

 მეტიც JAMA-ში გამოქვეყნებული 2016 წლის კვლებით დადგინდა რომ აშშ-ში, თავად ექიმების მიერ დანიშნული ანტიბიოტიკების მინიმუმ 30% შემთხვევებში ანტიბიოტიკოთერაპიის საჭიროება არ იყო (ჩვენთან წარმოდგენაც არ მინდა ეს რიცხვი რამხელაა)

 წინადადება “არაფერი ისეთი არ ხდება მარა მოდი ანტიბიოტიკი მაინც ჩავრთოთ” მიუთითებს ექიმის არაკომპეტენტურობაზე

 ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს!

 ბრონქიტი არ არის ანტიბიოტიკების დაწყების მიზეზი. მწვავე ბრონქიტი უმეტეს შემთხვევაში არის ვირუსული გენეზის და მას ანტიბიოტიკების დანიშვნა არ სჭირდება
 ვირუსული ინფექციის შემდეგ “დარჩენილი” გახანგრძლივებული ხველა არ არის ანტიბიოტიკის დაწყების ჩვენება
 მათ შორის მაშინაც კი როდესაც ხველა 2 – 3 კვირა გრძელდება
 ანტიბიოტიკების დანიშვნას სჭირდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის სწორი შეფასება და იდეალურ ვარიანტში ნაცხის ბაქტერიული ანალიზი ანტიბიოტიკოგრამასთან ერთად.

ამ ყველაფრის არ გათვალისწინების შედეგია ის, რომ მსოფლიო უკვე დგას ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარების პრობლემის წინაშე და ადამიანები კვდებიან ისეთი ბაქტერიებით რომლებიც ადრე მარტივად იკურნებოდა ანტიბიოტიკებით”- წერს მარშანია.

ამირან გამყრელიძე: გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გაგრძელდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები