LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის გამორიცხული, რომ მან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო – კალაძე მარგველაშვილზე

68

“არ არის გამორიცხული, რომ მან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო,” – ამ განცხადებას თბილისის მერი, კახა კალაძე, პრეზიდენტის იმ ინიციატივის კომენტარისას აკეთებს, რომელიც შეწყალების წესის უფრო მეტად ჰუმანიზაციას ითვალისწინებს.

“ვერ გეტყვით, არ არის გამორიცხული, რომ მან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია იმ განცხადებებით, რასაც ვისმენთ. რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო. ამაზე მუშაობა დაწყებულია და საკმაოდ ბევრი სამუშაო იქნება, რადგან ძალიან სენსიტიური და საფრთხილო მიმართულებაა,”  – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები