LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის გამორიცხული COVID-ვაქცინა ყოველწლიური გახდეს

128
კოვიდ ვაქცინა

არის თუ არა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინისთვის მესამე დოზის მიღება აუცილებელი, საბოლოო გადაწყვეტილება მსოფლიო ჯანდაცვის სფეროში ჯერ ჯერობით არ არსებობს.

არსებული კვლევების გათვალისწინებით, მსოფლიოში შექმნილი ვერცერთი პრეპარატი კორონავირუსის წინააღმდეგ ორ და სამ წლიან დაცვის პერიოდს ვერ იძლევა.

აქედან გამომდინარე გამორიცხული არ არის COVID-19-ის ვაქცინა ისეთივე ყოველწლიური გახდეს, როგორც გრიპის აცრაა.

მედიკოსების კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა ექვსი თვის მანძილზე გრძელდება. იმუნიტეტის გაძლიერებისა და სხვა შტამების წინააღმდეგ მოქმედების საუკეთესო საშუალებას მესამე დოზა, იგივე რევაქცინაცია მიიჩნევა.

რამდენად შესაძლებელია მესამე დოზით ვაქცინაცია სხვა პრეპარატით განხორციელდეს, საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ გამოცდილების შესაბამისად დაგროვდება საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ჩანაცვლება შესაძლებელი გახდება.
ჯანდაცვის მინისტრის პოზიცია შემდეგნაირია, – საქართველო ფართომასშტაბიანი სამეცნიერო გამოცდილებით იხელმძღვანელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები