LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არიან ესენი წასაყვანები თავიანთ მძღოლებიანად?”

108

ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში, ტროტუარზე მანქანების გაჩერების პრობლემაზე წერს. ფოტოს, რომელსაც ის აქვეყნებს აღნიშნული პრობლემაა ასახული.

გარდა იმისა, რომ მანქანების გამო ტროტუარზე გავლა შეუძლებელია და ეს დისკომფორტს ქმნის, ტროტუარიდან ჩამოსვლა (რაც გარდაუვალია) საფრთხის შემცველია.

“რამდენმა თქვენგანმა ამოიცანით საკუთარი თავი ამ ქალბატონის ადგილას, როცა თქვენთვის გამოყოფილ ზოლზე ეს მუქი წარმონაქმნები გამწკრივებულან და ტრასიდან სიცოცხლეს საფრთხეს სხვა მანქანები გიქმნიან?
არ არიან ესენი წასაყვანები თავიანთ მძღოლებიანად?”, – წერს ზურა ბალანჩივაძე.

ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი ამბობენ, რომ ისინი ასე არასდროს იქცევიან, ნაწილი კი წერს, რომ ეს საპარკინგე ადგილების არარსებობის გამო ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები