LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები. გრძნობენ, რომ მძიმე ბომბები ჩამოვარდა. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი“ – სტეფანჩუკი ბავშვების ვიდეოს აქვეყნებს

130
stefanchuukkiiibavsh

უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი „აზოვსტალის” ქარხანაში შეფარებული უკრაინელი ბავშვების ვიდეოს აქვეყნებს და მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს ე.წ. მწვანე დერეფნები მოაწყონ.

„მზეს თვეების განმავლობაში ვერ ხედავენ, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები. გრძნობენ, რომ მძიმე ბომბები ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს, „აზოვსტალის“ ქარხნის თავშესაფრებში ემალებიან. ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არცერთი მათგანი იმსახურებდა! მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და „მწვანე დერეფნები” მოაწყოს“, – წერს სტეფანჩუკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები