LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქვთ თუ არა რომანი პატრიკ დემპსისა და ჯენიფერ გარნერს

43

ტაბლოიდები ორ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ – ერთის მიხედვით, ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი კვლავ ერთად არიან, მეორეს მიხედვით კი – გარნერს რომანი საკუთარ კოლეგასთან აქვს.

ჟურნალ ОK!-ს ინფორმაციით, 43 წლის ჯენიფერი პატრიკ დემპსის ხვდება. ჟურნალის წყარო ირწმუნება, რომ მსახიობები მუდმივად საუბრობენ ერთმანეთთან „სკაიპის“ საშუალებით. მისივე მტკიცებით, რომანი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

„გარნერი და დემპსი წლების მანძილზე მეგობრობდნენ, ახლა კი როდესაც ორივე დაშორდა საკუთარ მეუღლეებს, მათ შორის ურთიერთობა მეგობრობიდან რომანში გადაიზარდა,“ – წერს ჟურნალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები