LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტივისტს, რომელსაც ჩინოვნიკმა ნაგავი ჩამოამხო, ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნეს

175

სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს, პროკურატურამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაუნიშნა. ამის შესახებ მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტიზა გორის მერიასთან მომხდარი ინციდენტის გამოძიების ფარგლებში ჩატარდება.

“გამარჯობა, მე გიგა მაქარაშვილი ვარ, აი 2 კვირის წინ ნაგავი რომ დამაყარა გორელმა ჩინოვნიკმა თავზე, ის ბიჭი.

კარგი ამბავი მაქვს, ბევრი ფიქრის შემდეგ პროკურატურამ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნა.

ოღონდ ჩემი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა… ჩემი!

აი, თქვენი ჯიბიდან კი ის ჩინოვნიკი ამ თვეშიც აიღებს ძალიან კარგ ხელფასს.

სისტემა, რომელიც ვერა და ვერ დავანგრიეთ” – წერს გიგა მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვით სავსე სათლი დაამხო. შემთხვევა 10 ოქტომბერს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები