LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორის ე.წ. სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

149
65860443_1327459274073180_3565222012760621056_n

ახალგორის ე.წ. სასამართლომ ჟურნალისტი და აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო. მას პარტია “ერთიანი ოსეთის” მისამართით ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას, ასევე, გაყალბებული დოკუმენტის მეშვეობით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მოქალაქეობის უკანონო მოპოვებას ედავებოდნენ.

ამასთან, ე.წ. სასამართლომ ჟურნალისტს გადაადგილებასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოუხსნა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1332360570249717&id=100004273600628

ბრალდების მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ თამარ მეარაყიშვილს​ 2017 წელს თავისუფლება ორჯერ უკანონოდ აღუკვეთეს. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მკურნალობა არ შეეძლო.