LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტივისტებმა დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე სტიკერი „გაბედე“ მიაკრეს (ვიდეო)

2033
BeFunky-collage (28)

სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე იმყოფებოდა. აქციას ესწრებოდნენ მოძრაობა”გაბედეს” წევრებიც.

ხუნდაძესა და აქტივისტებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. “გაბედეს” წევრი დეპუტატს სთხოვდა აეხსნა, თუ რატომ ჩააგდო პროპორციული არჩევნები.

„თარიღი დავთქვათ, როდის და სად შევხვდეთ ერთმანეთს. ხალხს აინტერესებს რატომ ჩააგდეთ პროპორციული არჩევნები. აქ ამის ადგილი არ არის. ნებისმიერი დრო ჩვენთვის არის მისაღები“,- უთხრა „გაბედეს“ ერთ-ერთმა წევრმა მაჟორიტარ დეპუტატს.

„აქ მოსულების მთავარი სურვილი უნდა იყოს ბატონი ვაჟას გათავისუფლება და არა საკუთარი პოლიტიკური სარგებლის ძებნა. თუ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, ჩაერთეთ არჩევნებში და მოდით, ბოქლომით და ძალადობით არა“,- უპასუხა ხუნდაძემ აქტივისტებს, რის შემდეგაც მათ დიმიტრი ხუნდაძეს ზურგზე სტიკერი „გაბედე“ მიაკრეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები