LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტიური დასვენება და მოგზაურობა გიყვართ? მაშინ საცხოვრებლად ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ

138
New-Zealand.jpg.optimal

ექსპერტებმა დაასახელეს ის ქვეყნები, სადაც 2023 წელს მოგზაურობის, ეკოლოგიისა და აქტიური დასვენების მოყვარულები თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ. კვლევა სასტუმროების ონლაინ-დაჯავშნის სერვისის Hipcamp-ის გამოკითხვას ეყრდნობა.

რეიტინგის პირველი ადგილი ახალმა ზელანდიამ დაიკავა. ქვეყანას ძალიან მიმზიდველს ხდის ბუნებრივი რესურსები, მწვანე ლანდშაფტები და ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი.

მეორე პოზიციაზე ნორვეგია გავიდა, ხოლო ლიდერთა სამეულს ავსტრალია ასრულებს. ეს უკანასკნელი იუნესკოს სიაში მოხვედრილი ადგილების რაოდენობით (14) მხოლოდ ჩინეთს უთმობს ადგილს(15).

მეოთხე პოზიცია ავსტრიას შეხვდა, ინტერნეტში ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს ყველაზე ხშირად სწორედ ავსტრიის შემთხვევაში ეძებენ. მეხუთე პოზიცია ისლანდიამ დაიკავა. მეექვსე ადგილზეა კიდევ ერთი ევროპული ქვეყანა – ესპანეთი, ხოლო მეშვიდე – კოსტა-რიკაა.

აქტიური დასვენების მოყვარულთათვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ-10-ში მოხვდა ასევე პორტუგალია, კანადა და შვეიცარია.

ყველაზე სტაბილური ეკოლოგიის ქვეყანა შვეიცარია გახდა, ყველაზე სუფთა ჰაერის მქონე – ფინეთი. ყველაზე მეტი პარკი და მწვანე ტერიტორია – სლოვენიას აქვს, ლუქსემბურგი კი დაცული ნაციონალური ნაკრძალების რაოდენობითაა ლიდერი.

სერვისის სპეციალისტებმა ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით გააანალიზეს: ეკოლოგიურობა, იუნესკოს ბუნებრივი ობიექტების სია, ლანდშაფტები, ჰაერის დაბინძურების დონე, პარკებისა და მწვანე სივრცეების ხარისხი და ტურიზმზე მოთხოვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები