Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან“ – მარიამ ქვრივიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან“ – მარიამ ქვრივიშვილი

121
ქვ

„საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმიდან შემოსავლები სტაბილურად იზრდება და პირველ ექვს თვეში ქვეყანამ 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მზარდია ევროკავშირის, ისრაელის, ყურის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა და მათი დანახარჯების ოდენობა.

„ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის პოტენციალის კიდევ უფრო მეტად წარმოჩინებას საერთაშორისო არეალზე. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დანიშვნის კუთხით იმისთვის, რომ გვქონდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მობილობის ზრდას და ჩვენს ქვეყანაში მეტი ტურისტის შემოსვლას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

6 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია