LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქსის თაუერსში“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი გაიხსნება

1215

სააქციო საზოგადოება „აქსის თაუერსმა“ მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელ Pullman Hotels & Resort -თან  ხელშეკრულება გააფორმა.  ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-ი „აქსის თაუერსის“ შენობაში, 2018 წელს  გაიხსნება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, სასტუმროს 234 ნომერი  ბიზნეს ტურისტებს უმასპინძლებს, მათ კომფორტზე კი ქართველი პერსონალისგან დაკომპლექტებული გუნდი იზრუნებს. დაგაგემილია 200-მდე ადამიანის დასაქმება.

კომპანიის ინფორმაციით, სასტუმრო Pullman-ის გარდა  „აქსის თაუერსში“განთავსდება საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები. 2500 კვ.მ დაეთმობა დასასვენებელ და სარეკრეაციო ზონას.  შეიქმნება საჯარო სივრცე, საფეხმავლო ქუჩა, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან დააკავშირებს.  „აქსის თაუერში“ განთავსდება არა ერთი პრემიუმ კლასის კაფე-რესტორანი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირს სრულიად ახალ სიცოცხლესა და ფუნქციას შესძენს.

ცნობისთვის, 2006 წელს კომპანია „აქსის დეველოპმენტმა  საქართველოში პირველი ტყუპი ცათამბრჯენის „აქსის თაუერსის“ მშენებლობას, ჩაუყარა საფუძველი. 2015 წელს კომპანია „აქსისისა“ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ პარტნიორობით  პროექტის მშენებლობა განახლდა. დღეისათვის „აქსის თაურსში“ მშენებლობის 46%-ია შესრულებული. მშენებლობის საბოლოო დასრულება კი  2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები