LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქედანაც სირცხვილია“ – საპროტესტო ბანერი მყინვარწვერზე [ფოტოები]

242
69640269-382637729008090-2208540920259805184-o

,,აქედანაც სირცხვილია” – ამ შინაარსის საპროტესტო ბანერი ალპინისტებმა მყინვარწვერზე აიტანეს. ინფორმაციას საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ალპინისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, 20 სექტემბერს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე შეიკრიბონ.

პარლამენტის შენობის წინ აქცია “სირცხვილია” დღეს 19.00 საათზე განახლდება.

გუშინ, აქციის 77-ე დღე თავისუფაელი ტრიბუნის ფორმატში წარიმართა, სადაც აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვით პოლიტიკოსები არ გამოსულან, პარლამენტის შენობის წინ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები მაინც იმყოფებოდნენ.

აქციის ორაგნიზატორთა განცხადებით, აქციები კვლავინდებურად გაგრძელდება, ხოლო 20 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” გიორგი გახარია  პრემიერის პოსტზე წარადგინა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და მმართველ გუნდს დისკომფორტს შემდგომშიც შეუქმნიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები