LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქედან გადი, აქ არ დადგე: ფეხბურთის წესებში ცვლილებებია

95
2535655-52611810-2560-1440

ხელით თამაშის და პენალტის ახალი შეფასება. IFAB ფეხბურთის წესებში ცვლილებები შეიტანა.

საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ (IFAB) 133-ე ყოველწლიურ შეკრებაზე თამაშის წესებში რიგი ცვლილებები დაამტკიცა.

დოკუმენტის თანახმად, წესებში დაზუსტდა ხელით თამაში. ამიერიდან მსაჯები ვალდებული იქნებიან გააუქმონ ხელით გატანილი ნებისმიერი ბურთი, იქნება ის განზრახ თუ შემთხვევით თამაში.

ცვლილებები ასევე შეეხო შემდეგ პუნქტებს:

მოთამაშე, რომელსაც შეცვლიან, უნდა გავიდეს მასთან ახლოს მყოფ აუტის ხაზიდან და არ უნდა იაროს მთელი მოედანი;

გაუქმდა წესი, რომლის თანახმად ბურთმა უნდა დატოვოს საჯარიმო მოედანი კარიდან დარტყმისას, სანამ ის რომელიმე ფეხბურთელს შეეხება;

ცვლილებებია ცოცხალი კედლის დაყენებისას. ჯარიმის დამრტყმელი გუნდის ფეხბურთელებს აღარ ექნებათ კედელში დგომის უფლება. ისინი მინიმუმ ერთ მეტრზე უნდა დადგნენ;

პენალტის დარტყმისას მეკარეს ნება დაერთო კარის ხაზზე ერთი ფეხით იდგეს;

ზოგიერთ შემთხვევაში თუ ბურთი არბიტრს მოხვდა, დაინიშნება თავისუფალი დარტყმა.

IFAB ბრიტანეთის ოთხმა საფეხბურთო ასოციაციამ (ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ირლანდია) 1886 წელს დააფუძნა.
ახალი წესები 2019 წლის ივნისიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები